პროექტები
ჩემ შვილს ყოველ წამს შიშით ვუყურებ რამე არ დაემართოს
ანისია სოხაძეს დაბადებიდან რამოდენიმე თვეში შეხვდა ბაქტერიული მენინგიტი,რასაც დაერთო ჰიდროცეფალია. შუნტირების შედეგად დაეწყო ეპილეფსიური შეტევები.ბავშვს საჭიროებს მუდმივ მკურნალობას. ჩვენი ფონდი ოჯახს დაეხმარა ფინანსურად.
ირაკლი ხუციშვილი
უბედური შემთვევის გამო 23 წლის ირაკლი ხუციშვილი ორი თვე იმყოფებოდა რეამინაციაში . კომატოზური მდგომარეობიდან გამოსვლა ვერ შეძლო და სამწუხაროდ დაიღუპა.ფონდი ოჯახს დაეხმრა ფინანსურად.
ვაჩუქეთ ბედნიერი შობა ბავშვებს
დღეს ჩვენი ფონდის წარმომადგენლები ვესტუმრეთ უკიდურესად გაჭირვებულ ჟანა ხოსიაშვილის მრავალშვილიან ოჯახს, უფლის შობა მივულოცეთ ,პროდუქტები , ხილი და ტკბილეული გადავეცით. ვეცადეთ თუნდაც რამოდენიმე წუთით გაგველამაზებინა მათთვის ეს დღესასწაული.
რამოდენიმე თვეა რა ქვეყანას მოევლინა და უკვე სიცოცხლისთვის იბრძვის
პატარა ნიკოლოზ ელიაძეს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები აღმოაჩნდა, ლეიკემია და სიმსივნე ფილტვებზე.ოჯახმა მისი გადაყვანა საზღვარგარეთ გადაწყვიტა, რადგან საქართველოში მისი სიცოცხლის შენარჩუნების იმედს ექიმები ვერ იძლევიან. ჩვენი ფონდი ნიკოლოზის ოჯახს დაეხმარა ფინანსურად.